უშვილობის მკურნალობა
თუ დაუცველი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების 1 წლის (თუ ქალის ასაკი > 35 წელზე – 6 თვის) ან მეტი დროის განმავლობაში ორსულობას ვერ მიაღწიეთ, დაგვიკავშირდით და დანიშნეთ ვიზიტი რეპროდუქციულ კლინიკა რეპროატში. ჩვენი მეან-გინეკოლოგები და რეპროდუქტოლოგები კვალიფიციურ კონსულტაციას გაგიწევენ.
რეპროარტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ლაბორატორია და კვალიფიციური პერსონალი ზუსტი დიაგნოზის დასმასა და მკურნალობის შესაბამისი მეთოდების შერჩევაში დაგეხმარებათ. უშვილო წყვილების მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვა ანამნეზისა და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების გაანალიზებისა და შეჯამების შედეგად, ინდივიდუალურად ხდება. ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში სასურველ შედეგს — ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას — ათასობით პაციენტმა მიაღწია. რეპროარტი მათ ორსულობის ბუნებრივი გზით მიღწევაში ეხმარება. იმ შემთხვევაში კი, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა ბუნებრივი გზით ორსულობის საშუალებას არ აძლევთ, ჩვენი კლინიკა პაციენტებს დახმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებას სთავაზობს. მათ შორისაა:
- ნატურალური ციკლის მონიტორინგი;
- ოვულაციის ინდუქცია;
- მეუღლისა და დონორის სპერმით საშვილოსნოშიდა ინსემინაცია IUI და DUI;
- ინ ვიტრო განაყოფიერება IVF;
- ინტრაციტოპლაზმატური სპერმის ინექცია ICSI;
- სპერმის ასპირაცია;
- პრეინპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა (PGD) და სკრინინგი (PGS);
- კვერცხუჯრედის, სპერმისა და ემბრიონის გაყინვა;
- სპერმის დონაცია, კვერცხუჯრედის დონაცია და სუროგაცია.
თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტში წარმატებულად ხდება როგორც მამაკაცის, ისე ქალის უშვილობის მკურნალობა.