სპერმოგრამა (სპერმის ანალიზი)

სპერმოგრამა (სპერმის ანალიზი) ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა. მამაკაცის ნაყოფიერების შესაფასებლად პირველი აუცილებელი ეტაპია სპერმის ანალიზის გაკეთება. წყვილის უნაყოფობა 40-50 %-ში განპირობებულია მამაკაცის ფაქტორით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ნორმალური სპერმის პარამეტრებია:

სპერმის კონცენტრაცია

≥15 ml

საერთო მოძრავი

≥ 40%

პროგრესული მოძრაობა

≥ 32%

მორფოლოგია

≥ 4%

როდის უნდა გაკეთდეს სპერმოგრამა (სპერმის ანალიზი)?

სპერმის ანალიზი კეთდება, რომლებსაც 1 წლის განმავლობაში 35 წლამდე პარტნიორთან რეგულარული და დაუცველი სქესობრივი კონტაქტი აქვთ, თუმცა ორსულობა არ დგება. თუ მათი პარტნიორი 35 წელს გადაცილებულია, ანალიზის ჩატარება 6-თვიანი უშედეგო სქესობრივი კონტაქტის შემდეგაა მიზანშეწონილი.

საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება

სპერმოგრამის ჩატარებამდე მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან 2-3 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს

თავშეკავების პერიოდში მას არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი

თუ რაიმე მედიკამენტს იღებს, ამის შესახებ მან მკურნალ ექიმს აუცილებლად უნდა აცნობოს.

სპერმოგრამა (სპერმის ანალიზი) კლინიკა რეპროარტში

რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტში სპერმის ჩაბარება მასტურბაციის გზით, სპეციალური სტერილური კონტეინერით ხდება. ანალიზი შესაძლოა ჩაბარდეს კლინიკაში არსებულ სპეციალურ ოთახში. სურვილის შემთხვევაში, პაციენტს შეუძლია სპერმა რეპროარტში თავად მიიტანოს, თუმცა აღებიდან არაუმეტეს 30 წუთში.

სპერმის ასპირაცია

© 2024 რეპროარტი