უშვილობის მიზეზები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, წყვილების 12-15% უშვილოა. თუმცა, თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინა უნაყოფობის სამკურნალოდ სხვადასხვა ტექნოლოგიებსა და მეთოდებს წარმატებით იყენებს.

უშვილობის მიზეზები

უშვილობის მიზეზები შეიძლება იყოს, როგორც გენეტიკური, ისე სიცოცხლის განმავლობაში შეძენილი, რომელიც გამოწვეული არის სხვადასხვა დაავადებით. უშვილობის მკურნალობის სტრატეგიის შერჩევა სწორედ მიზეზებსა და ზუსტად დასმულ დიაგნოზზეა დამოკიდებული. ეს კი მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევებით მიიღწევა.

უშვილობა ქალის ფაქტორით

ქალები 1-2 მილიონი კვერცხუჯრედით იბადებიან. ზრდასრულ ასაკამდე მათი რიცხვი 500 ათასამდე იკლებს, 1000 ერთეულამდე შემცირებისას კი მენოპაუზა დგება.

თუმცა, ქალის კვერცხუჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება გაცილებით ადრე, 20 წლის ასაკშიც გვხვდება და ამ დაავადებას საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომი ჰქვია. კვერცხუჯრედის ხარისხის ცვლილება ინდივიდუალურად მიმდინარეობს და მასზე გავლენას ასაკი ახდენს. 35 წლიდან ეს ცვლილებები განსაკუთრებულად ჩქარდება, ამიტომ ორსულობის ბუნებრივად მიღწევის შანსი სულ უფრო მცირდება.

უშვილობის დიაგნოსტიკა გასაკუთრებით იმ წყვილებშია საყურადღებო, რომელთა ოჯახებშიც მსგავსი მდგომარეობა უკვე აღინიშნა. ასეთ შემთხვევაში ექიმისთვის დროული მიმართვა და სწორი დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობის წინაპირობაა.

უშვილობა მამაკაცის ფაქტორით

წყვილის უნაყოფობა შემთხვევათა 40-50 %-ში მამაკაცის ფაქტორითაა განპირობებული. მამაკაცის ნაყოფიერების შესაფასებლად რეპროარტში სპერმის ანალიზი კეთდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ მოწოდებული ნორმალური სპერმის პარამეტრებია:

სპერმის კონცენტრაცია

≥15 ml

საერთო მოძრავი

≥ 40%

პროგრესული მოძრაობა

≥ 32%

მორფოლოგია

≥ 4%

როცა, სპერმის პარამეტრები ნორმას არ შეესაბამება, უშვილობის პრობლემის გადასაჭრელად შეთავაზებული უნდა იყოს საშვილოსნისშიდა ინსემინაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის გზით (IUI, IVF/ICSI).

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეაკულატში (სათესლე სითხე) არ არის სპერმატოზოიდები, ჩვენი გუნდი გთავაზობთ მამაკაცის უშვილობის პრობლემის გადაჭრას სპერმის ასპირაციით; რომელიც მიკროქირურგიული ოპერაციის გზით ხორციელდება.

მიკროქირურგიული მეთოდებით მიღებული სპერმის გამოყენებისას, ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის (ICSI) შემთხვევაში, რეპროარტში, გვაქვს ისეთივე შედეგები, როგორიც ნორმოსპერმიის მქონე მამაკაცის ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობისას.

© 2024 რეპროარტი