რეპროარტის მეან-გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის— თამარ ბარბაქაძის სიუჟეტი, COVID-19-ის დროს უსაფრთხო ორსულობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე
ჩვენი კლინიკის მეან-გინეკოლოგმა და რეპროდუქტოლოგმა — თამარ ბარბაქაძემ
მეტი +IUI
საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია არის პროცედურა, რომლის დროსაც, ოვულაციის პერიოდში, საშოსა და საშვილოსნოს ყელის გავლით, საშვილოსნოს ღრუში პარტნიორის ან დონორის დამუშავებული სპერმა შეჰყავთ.
საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შეხვედრას ამარტივებს. პროცედურა ბუნებრივ განაყოფიერებასთან დგას ახლოს და ტარდება როგორც ნატურალურ ციკლში, ისე საკვერცხეების სტიმულაციისას.
საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის დაწყებამდე ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა ReproART -ის რეპროდუქტოლოგი უნდა დარწმუნდეს, რომ საშვილოსნოს მილები გამტარუნარიანია და დამუშავებული სპერმატოზოიდებისთვის დაბრკოლება არ შეიქმნება.
პროცედურის დასაწყისში საკვერცხის სტიმულაცია ხდება. პროცესის მონიტორინგი კი ექოსკოპიური (ულტრაბგერითი) და ჰორმონალური დიაგნოსტიკით მიმდინარეობს. როცა ფოლიკული გარკვეულ ზომას მიაღწევს (18-20 მმ), ექიმი ინსემინაციის დღეს ნიშნავს.
უშუალოდ ინსემინაციის პროცესში პარტნიორის ან დონორის დამუშავებული სპერმა ასეპტიკურ პირობებში, სპეციალური კათეტერით ქალის საშვილოსნოში შეჰყავთ. პროცედურა უმტკივნეულოა. 14 დღის შემდეგ კი ქალი კლინიკაში ორსულობის დასადგენად სისხლს აბარებს.
საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის დროს ორსულობის შანსი განსხვავებულია. მასზე ზეგავლენას ახდენს უნაყოფობის მიზეზები, ქალის ასაკი და საკვერცხეების სტიმულაციის პროცესი.
ინ ვიტრო განაყოფიერებისგან (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება) განსხვავებით, საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის დროს ორსულობის მიღების შანსი გაცილებით დაბალია (15-18%), ხოლო მრავალნაყოფიანი ორსულობის დადგომის რისკი — ბევრად მეტი.
საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის არაეფექტურობის შემთხვევაში, ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა ReproART -ის მაღალკვალიფიციური რეპროდუქტოლოგების მიერ რეკომენდებულია ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობა — IVF.
იმისთვის, რომ დაგეგმო კლინიკა რეპროარტის ნაყოფიერების სპეციალისტთან – მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის ფილიალში, აუცილებელი არის წინასწარ ჩაწერა.
ჩვენი კლინიკის მეან-გინეკოლოგმა და რეპროდუქტოლოგმა — თამარ ბარბაქაძემ
მეტი +