საოფისე ჰისტეროსკოპია

რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი საშვილოსნოს გამოკვლევისთვის ერთ-ერთ თანამედროვე მეთოდს, საოფისე ჰისტეროსკოპიას გთავაზობთ. საოფისე ჰისტეროსკოპია უსაფრთხო, არატრამვული და სრულიად უმტკივნეულო სადიაგნოსტიკო მეთოდია.

როგორ მიმდინარეობს პროცედურა?

 საოფისე ჰისტეროსკოპის პროცედურის დროს ექიმს უწვრილესი მილი და უმცირესი ზომის კამერა, საშვილოსნოს ყელის გავლით, შეყავს საშვილოსნოს ღრუში. სრულფასოვანი დათვალიერებისთვის, საშვილოსნოს ღრუს გასაფართოებლად გამოიყენება ფიზიოლოგიური ხსნარი. პროცედურა გრძელდება რამოდენიმე წუთი (15-20 წუთი) და ის სრულიად უსაფრთხოა. პროცედურის დასრულების შემდეგ კი პაციენტი არ რჩება კლინიკაში და ის უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

პროცედურის უპირატესობები:

  • არის არატრამვული;
  • მიმდინარეობს უმტკივნეულოდ, ანესთეზიის გარეშე;
  • საშვილოსნოს ყელი არ საჭიროებს მექანიკურ გაგანიერებას;
  • როგორც ინტრა, ასევე პოსტოპერაციული გართულებები მნიშვნელოვნად დაბალია, რეზექტოჰისტეროსკოპიისგან განსხვავებით.

 

საოფისე ჰისტეროსკოპია საშვილოსნოს სხვადასხვა დარღვევის დიაგნოსტირებისა და კორექციის საშუალებას იძლევა. ეს დარღვევები შეიძლება იყოს:

  • ენდომეტრიუმის პოლიპი;
  • საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომა;
  • საშვილოსნოს ღრუს შიდა და საშვისლოსნოს ყელის არხის შეხორცებები;
  • საშვილოსნოს ღრუს თანდაყოლილი დეფორმაცია.

 

საოფისე ჰისტეროსკოპით ასევე შესაძლებელია გაკეთდეს ენდომეტრიუმის დამიზნებითი ბიოფსია დიაგნოზის მორფოლოგიური დადასტურების მიზნით. პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტს შესაძლებელია ჰქონდეს მსუბუქი დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში ან მოვარდისფრო ფერის გამონადენი. გასათვალისწინებელია, რომ პროცედურის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში აუცილებელია თავშეკავება სქესობრივი ცხოვრებისგან.

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია

საშვილოსნოს მილების გამოკვლევა

შემოგვიერთდით

© 2024 რეპროარტი