მაღალი ფრაგმენტაციის დროს, სპერმის დნმ, რომელიც გენეტიკური კოდის მატარებელია, დაზიანებულია და აქვს ერთი, ან ორმაგი ჯაჭვის წყვეტები, ფრაგმენტები კი – დაკარგული.
შედეგად, სპერმის დაზიანებული დნმ ემბრიონის შექმნას, ფეხმძიმობის დადგომასა და ნაყოფის სწორ განვითარებას უშლის ხელს.
როდის უნდა ჩაიტარო სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციის ტესტი?
- გაურკვეველი წარმომავლობის უნაყოფობა;
- წარსულში, ემბრიონის განვითარების შეჩერება;
- მრავალჯერადი წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობა;
- პარტნიორთან მრავლობითი შეწყვეტილი ორსულობები;
- მამაკაცის ხანდაზმული ასაკი >45 წელი;
- ვარიკოცელე;
- სპერმოგრამის დაბალი მაჩვენებლები.
ჩვენი ფილიალები
- ქ. თბილისი სულხან ცინცაძის ქ. N23
- ქ. ქუთაისი ივ. ჯავახიშვილის ქ. N83 ა
- ქ. ბათუმი ვახტანგ გორგასლის ქ. N159