5 რამ, რაც უნდა იცოდე მამაკაცის უნაყოფობის პრობლემების შესახებ

ხშირად ადამიანები უნაყოფობის პრობლემას მხოლოდ ქალის ჯანმრთელობასთან აიგივებენ და არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ უშვილობა მამაკაცის ფაქტორითაც შეიძლება იყო განპირობებული. სინამდვილეში, როგორც ბოლო კვლევები ადასტურებს, ამგვარი შემთხვევების 30-40% სწორედ კაცს უკავშირდება. ყველაფერი, რაც მამაკაცის უნაყოფობის შესახებ უნდა იცოდეთ, 5 მთავარი ფაქტის ირგვლივ შეიძლება გაერთიანდეს.

1. მამაკაცის ცხოვრების წესი მისი სპერმის ხარისხსა და, შესაბამისად, ნაყოფიერებაზე აისახება

ქალი მილიონობით კვერცხუჯრედით იბადება და შემდეგ გარკვეულ ასაკამდე იყენებს მათ. კაცი კი სპერმას მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყოველდღიურად გამოიმუშავებს. რადგანაც მამაკაცის ორგანიზმში სასქესო უჯრედების წარმოქმნა მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება, გარემო პირობები და ცხოვრების სტილი სპერმატოზოიდების ხარისხზე დრამატულ გავლენას ახდენს. შესაბამისად, სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარება, წონაში მატება, სტრესი და სქესობრივი გზით გადამდები თუ სხვა დაავადებები მამაკაცის ნაყოფიერებაზე განსაკუთრებულად მოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორები ქალის კვერცხუჯრედის მომწიფებასა და ხარისხზეც ახდენს გავლენას, თუმცა მამაკაცის შემთხვევაში გაცილებით მეტად.

2. ასაკი მამაკაცის ნაყოფიერებაზე ნეგატიურად ზემოქმედებს

რა თქმა უნდა, კაცს ბიოლოგიური შვილი ნებისმიერ ასაკში შეიძლება ჰყავდეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, თანამედროვე მედიცინა უკვე დადასტურებულად ამბობს, რომ ასაკი კაცების ნაყოფიერებაზეც ახდენს ნეგატიურად ზემოქმედებს. ბოლო კვლევებით დგინდება, რომ 40 წელს გადაცილებული კაცების შემთხვევაში, გაცილებით მაღალია ალბათობა, რომ ორსულობა არ დადგეს, ან ის ნაადრევად შეწყდეს, ან ბავშვი მაგალითად, შიზოფრენიით, ბიპოლარული აშლილობით ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემით დაიბადოს. 2018 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 8000 ორსულობაზე დაყრდნობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც მამაკაცი 40 წელს გადაცილებულია, მის პარტნიორს ორსულობის დადგომის შანსი 30%-ით უმცირდება. საქმე იმაშია, რომ ასაკთან ერთად, შესაძლოა სპერმის რაოდენობა შემცირდეს, მისი მორფოლოგია გაუარესდეს ან სპერმის დნმ-ში გარკვეული ცვლილებები გაჩნდეს და, საბოლოოდ, მამაკაცი უნაყოფობის პრობლემის წინაშე დადგეს.

3. აზოოსპერმის მქონე მამაკაცებს შესაძლებელია საკუთარი ბიოლოგიური შვილი ჰყავდეთ

მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის სტრატეგია კვლევების შედეგების მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, თუ სპერმოგრამით დადგინდა, რომ სპერმის პარამეტრები ნორმას არ შეესაბამება, უშვილობის პრობლემის გადასაჭრელად რეპროარტი წყვილს ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის გზით (IVF/ICSI) ინ ვიტრო განაყოფიერებას სთავაზობს. სხვათა შორის, პირველად საქართველოში ეს მეთოდი – ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI)  სწორედ რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის დამფუძნებელმა და დირექტორმა ლიკა ჭყონიამ გამოიყენა, რომელიც ამ მეთოდს აშშ-ში ასწავლიდა. 2004 წელს, ამ მეთოდის გამოყენებით, პირველი ბავშვი დაიბადა და ჩვენს ქვეყანაში მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პერიოდი დაიწყო: კაცებს, რომლებიც  სტერილურებად (უშვილოდ) ითვლებოდნენ, ბიოლოგიური შვილის გაჩენის შესაძლებლობა მიეცათ. თუმცა, არსებობს შემთხვევებიც, როდესაც ეაკულატში სპერმატოზოიდები საერთოდ არ არის, ან კვლევით დგინდება, რომ ფრაგმენტირებული დნმ-ის მქონე სპერმატოზოიდების რაოდენობა მაღალია. ასეთ დროს რეპროარტის მაღალკვალიფიციური გუნდი უშვილობის პრობლემის გადასაჭრელად სპერმის ასპირაციას მიმართავს. სპერმის ასპირაცია მიკროქირურგიული ოპერაციის გზით ხორციელდება.

4. მკურნალობის დროულად დაწყება წარმატების მთავარი ფაქტორია

თანამედროვე მედიცინა უშვილობის ბევრ მიზეზს წარმატებით ამარცხებს, თუმცა ზოგჯერ წარუმატებულობის მთავარი მიზეზი დაგვიანებული მკურნალობაა. ხშირია შემთხვევები, როდესაც რეპროარტში მამაკაცი მრავალი, ზოგჯერ 10-წლიანი უშედეგო მედიკამენტოზური მკურნალობის შემდეგ მოდის. სწორედ ამიტომ, რეპროდუქტოლოგები მამაკაცებს, რომლებსაც შვილის ყოლა სურთ, ქალების მსგავსად მოუწოდებენ, რომ საკუთარ შვილოსნობას ყურადღება დროულად მიაქციონ. ასაკთან ერთად, პრობლემების ალბათობა მათაც ეზრდებათ.

5. მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეფასება მაღალი ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კვლევას მოითხოვს

მამაკაცის ნაყოფიერების შესაფასებლად პირველი აუცილებელი ეტაპი სპერმის ანალიზის – სპერმოგრამის გაკეთებაა. სპერმის ანალიზი იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ მამაკაცს 1 წლის განმავლობაში 35 წლამდე პარტნიორთან რეგულარული და დაუცველი სქესობრივი კონტაქტი აქვს, თუმცა ორსულობა არ დგება, ან მისი შეწყვეტა ხშირია. რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტში სპერმოგრამა (სპერმის ანალიზი) თანამედროვე სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით, მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ ტარდება. მისი საფასური კი 40 ლარია. მამაკაცის უნაყოფობის მიზეზების დადგენისა და მკურნალობის ეფექტიანი სტრატეგიის განსაზღვრისთვის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევა სპერმის დნმ ფრაგმენტაციაა. დნმ-ის დაზიანება ემბრიონის განვითარებას ხელს უშლის და ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას იწვევს. სწორედ ამიტომ, ეს კვლევა ადგენს, არის თუ არა კაცის უნაყოფობა დნმ-ის დაზიანებით გამოწვეული. რეპროარტის ექიმებს კი შესაბამისი მკურნალობის განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს.

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

© 2024 რეპროარტი