რატომ ხდება გარე ორსულობა ინ ვიტრო განაყოფიერების დროს?

საშვილოსნოს გარე ორსულობა არ არის შემთხვევა, რომელიც მხოლოდ ბუნებრივი გზით დამდგარი ორსულობების დროს ხდება. ის იშვიათად, მაგრამ შესაძლოა ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცესშიც, ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანის შემდეგ მოხდეს. ჩვენს ბლოგ პოსტში სწორედ ამ საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას. 

რა არის გარე ორსულობა? 

ექტოპიური ანუ, საშვილოსნოს გარე ორსულობა არის მდგომარეობა, როდესაც ემბრიონის იმპლანტაცია (მიმაგრება) ხდება საშვილოსნოს ღრუს გარეთ. ძირითად შემთხვევებში, იმპლანტაციის ადგილი შესაძლოა იყოს, საშვილოსნოს მილები, საშვილოსნოს ყელი, საკვერცხე, მუცლის ღრუ და ასე შემდეგ.

რაც შეეხება სიმპტომებს გარე ორსულობის დროს, მათ შორის ძირითადია: ტკივილი მუცლის ქვედა არეში, ტკივილი წელის არეში, სისხლიანი, ან მოყავისფრო გამონადენი საშოდან, მსუბუქი სპაზმი, გულისრევა, პირღებინება.

რა იწვევს გარე ორსულობას ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანის შემდეგ?

ინ ვიტრო განაყოფიერების დროს, ემბრიონის გადატანა უშუალოდ საშვილოსნოს ღრუში სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება. პროცედურა მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ, ექო-მონიტორინგის ქვეშ ხორციელდება და სულ რამდენიმე წუთს გრძელდება. მიუხედავად პროცედურის ტექნიკური სიმარტივისა, საშვილოსნოს გარე ორსულობის დადგომის რისკი მაინც არსებობს (დაახლოებით 1% დან – 5 %მდე). რატომ ხდება ეს? არსებობს ფაქტორები, რომლებიც კლინიკური თვალსაზრისით კონტროლს მიღმაა. ემბრიონის გადატანის შემდეგ გარე ორსულობის დადგომა ქალის ფიზიოლოგიასთანაც არის დაკავშირებული. საშვილოსნო არის კუნთოვანი ორგანო და მისი ერთ-ერთი ფუნქცია კუმშვითი აქტივობაა. სწორედ ამ მიზეზით, ინ ვიტრო განაყოფიერების დროს, ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანის შემდეგ, იგი შეიძლება გადაადგილდეს და მოხვდეს მაგალითად, საშვილოსნოს მილში.

აგრეთვე, ინ ვიტრო განაყოფიერების დროს გარე ორსულობის მიზეზი შესაძლოა იყოს ფალოპის მილების პათოლოგიური მდგომარეობა, წარსულში ჩატარებულ ქირურგიული ჩარევა, მცირე მენჯის ღრუს ანთებით დაავადებები, ენდომეტრიოზი და სხვა.

როგორ შეიძლება შემცირდეს გარე ორსულობის რისკები?

ინ ვიტრო განაყოფიერების დროს, გარე ორსულობის რისკების შესამცირებლად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ემბრიონის გატანის ტექნიკას. პროცედურა უნდა ჩატარდეს აბსოლუტური სიზუსტით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მიერ, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ დროს მეტწილად ქალის ფიზიოლოგიას აქვს დიდი როლი.

არსებობს გზები, რომლის საშუალებითაც, შეგვიძლია მაქსიმალურად შევამციროთ საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკები. მაგალითად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენცია, რაც გულისხმობს ამ ინფექციებისგან თავის დაცვას, ხოლო მათი გამოვლენის ან დადასტურების შემთხვევაში, დროულ მკურნალობას. კერძოდ, ისეთ ინფექციებს როგორიცაა ქლამიდია და გონორეა შეუძლიათ გამოიწვიონ ანთებითი პროცესი საშვილოსნოს მილში ან ახლოსმდებარე ორგანოებში, რაც აქვეითებს მის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული მართვა მნიშვნელოვანია გარე ორსულობის რისკის შემცირებისთვის.

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

© 2024 რეპროარტი