რეპროარტის ემბრიოლოგიის ლაბორატორია ჯადოსნური სივრცეა, სადაც სასწაულები ხდება. ამ სივრცეში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანი ფაქტორებია ემბრიოლოგების გამოცდილება, ცოდნა და ხარისხის მაღალი დონე. ჩვენს ბლოგპოსტში სწორედ ამ ფაქტორებსა და იმ დეტალებზე გიამბობთ, რაც პაციენტებისთვის უხილავია.
ემბრიოლოგები და მათი როლი
რეპროარტში ძლიერი ემბრიოლოგების გუნდი მუშაობს – მეცნიერები სხვადასხვა სამეცნიერო ხარისხით: დოქტორის ხარისხი – PhD ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ვალენსიის უნივერსიტეტის მაგისტრი ემბრიოლოგიაში, ასევე ბაკალავრის წოდების მქონე ორი ემბრიოლოგი.
რეპროარტში, ემბრიოლოგები პაციენტზე ზრუნვას იწყებენ ბევრად ადრე, ვიდრე მას საოპერაციოში შეხვდებიან. ექიმები ემბრიოლოგებთან ერთად განიხილავენ თითოეული პაციენტის მდგომარეობას. წინასწარ განისაზღვრება ტაქტიკა, რასაც აირჩევს ექიმი და დავალება ემბრიოლოგიისა და ანდროლოგიის ლაბორატორიებისთვის, საუკეთესო რეზულტატის მისაღწევად.
ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში მთავარი გამოწვევა არის საკმარისი რაოდენობის კვერცხუჯრედების მიღება და მათი მოვლა ისე, რომ საბოლოოდ, საშვილოსნოში ჯანმრთელი ემბრიონის გადატანა მოხდეს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ემბრიონიების დაცვა გარემო დამაზიანებელი ფაქტორებისგან, ისე როგორც ამას დედის ორგანიზმი აკეთებს.
როგორ ვუფრთხილდებით ემბრიონებს?
რეპროარტში ძალიან მკაცრი ხარისხის კონტროლის სქემები მუშაობს. დღე იწყება იმ აპარატურის გამართულობის შემოწმებით, რომელიც გამოიყენება ემბრიონების შესაქმნელად, კულტივირებისათვის და გასაყინად. შემოწმება ხდება ყველაფრის, რაც შეიძლება ბიოლოგიურ მასალას შეეხოს საშვილოსნოში გადატანამდე.
ასევე, დილიდან ემბრიოლოგების მიერ მოწმდება ტემპერატურა ოთახებში, ტემპერატურა და გაზების შემცველობა ინკუბატორებში. ნორმიდან მინიმალური გადახრაც კი განგაშად ითვლება. ემბრიოლოგების ტელეფონები 24/7 ჩართულია და დაკავშირებულია საგანგაშო სისტემასთან, რომელიც მათ აწოდებს ინფორმაციას ლაბორატორიაში აპარატურის მუშაობის შესახებ.
რაც შეეხება ჭურჭელს, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიაში, იქნება ეს პლასტმასის თუ მინის შემოწმებულია მომწოდებლის მიერ და უსაფრთხოა ადამიანის ბიოლოგიური მასალის კულტივირებისა და შენახვისთვის.
ამას გარდა, კლინიკაში დანერგილია შიდა კონტროლის სქემები და დაგეგმილი პერიოდულობით ხდება გამოყენებული აპარატურის, ერთჯერადი ჭურჭლისა და საკულტივაციო ხსნარების ხარისხის შემოწმება. ასევე, მოწმდება იმ ხელსაწყოების გამართული მუშაობა, რომელსაც სპეციალურად აპარატურის მდგომარეობისა და ლაბორატორიის ჰაერის შემოწმებისას გამოიყენება.
ჰაერის ხარისხის მნიშვნელობა
ემბრიოლოგიის ლაბორატორიის ჰაერი ძალიან სპეციფიური უნდა იყოს. მის შესაქმნელად რეპროარტმა ითანამშრომლა ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ექსპერტებთან. ასეთი სირთულის ჰაერის გამწმენდი სისტემა, საქართველოში, მხოლოდ რეპროარტშია.
კლინიკაში ყოველდღიურად, სპეციალური საზომი ხელსაწყოთი (VOC meter) მოწმდება ჰაერის ხარისხი, მასში შეწონილი ბიოლოგიური ნაწილაკების ( VOC) რაოდენობა, რაც დრამატულ გავლენას ახდენს ემბრიონის განვითარებაზე. კერძოდ, ბლასტოცისტის (მე-5 დღის ემბრიონი) ჩამოყალიბებაზე, ემბრიონის ჯანმრთელობასა და ორსულობის მიღწევის პროცენტულობაზე.
გუნდური მუშაობის ძალა
უსაფრთხო მკურნალობა მრავალი კომპონენტისგან შედგება. მათ შორისაა ლაბორატორიაში ქცევის ხარისხის კონტროლის სისტემაც.
ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში არასოდეს მუშაობს მხოლოდ ერთი ემბრიოლოგი. ყოველი პაციენტის ბიოლოგიურ მასალაზე მანიპულაციის დაწყებიდანვე, მეორე ემბრიოლოგი მუდმივად მის გვერდშია. ყოველი ჭურჭლი, რომელიც გამოიყენება ემბრიოლოგიის და ანდროლოგიის ლაბორატორიაში არის წინასწარ გამზადებული. ყველა იმ ერთჯერად ჭურჭელს, რომელიც გამოიყენება ემბრიოლოგიაში სახელი, გვარი და პაციენტის უნიკალური ნომერი აწერია და ყოველი შეხება ამ ჭურჭელთან, მეორე ემბრიოლოგის მიერ მოწმდება და დასტურდება ხელის მოწერით, რომ ნამდვილად ამ პაციენტის მასალა გამოიყენება პროცედურისათვის.
ეს ის დეტალებია რასაც პაციენტები ვერ ხედავენ ემბრიოლოგიის კარებს მიღმა, თუმცა მნიშვნელოვანი პირობაა წარმატებული შედეგის მისაღწევად. რეპროარტი აგრძელებს ლაბორატორიაში ხარისხზე ზრუნვას და მის გაუმჯობესებას მკურნალობის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების განვითარების კვალდაკვალ.