რატომ არის მნიშვნელოვანი ემბრიონისთვის გენეტიკური კვლევის – PGT-A გაკეთება? – 5 მთავარი ფაქტი

PGT-A – არის ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი ანეუპლოიდიისთვის და კეთდება ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის დროს. ჩვენს ბლოგში გიამბობთ 5 მთავარ ფაქტზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ კვლევის გაკეთება ემბრიონის საშვილოსნოში გადატანამდე.

ფაქტი N1

თუ ქალი პარტნიორი არის 35 წელს გადაცილებული, სხვადასხვა ქრომოსომული დარღვევების რისკი იზრდება. ამიტომ, ინ ვიტრო განაყოფიერების დროს, მნიშვნელოვანია ყველა მიღებულ ემბრიონს ჩაუტარდეს ემბრიონის გენეტიკური კვლევა – PGT-A. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკის ქალებთანაც ფიქსირდება ქრომოსომული დარღვევები, ამიტომ  PGT-A – ის გაკეთებაზე რეკომენდაციის გაცემა მათთვისაც შესაძლებელია.

ფაქტი N2

თუ ქალს წარსულში რამოდენიმე შეწყვეტილი ორსულობა ჰქონდა, ეს შესაძლოა სწორედ ქრომოსომული დარღვევებით იყოს გამოწვეული. ასეთი ჩვენების დროს, PGT-A გვეხმარება სწორი ქრომოსომული ნაკრების მქონე ემბრიონის არჩევაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ორსულობის შეწყვეტის რისკს.

ფაქტი N3

გენეტიკურად გამოკვლეული ემბრიონის გადატანისას, ორსულობის მიღების შანსი გაცილებით მაღალია, ხოლო ორსულობის შეწყვეტის რისკი – დაბალი. მაგალითად, თუ ქალის ასაკი არის 40 წელი ან მეტი, ამ შემთხვევაში, ემბრიონის გამოკვლევის გარეშე გადატანისას ორსულობის მიღების შანსი 5%-ია, ხოლო ორსულობის შეწყვეტის რისკი 50%. გამოკვლეული ემბრიონის გადატანისას კი  პირიქით – ორსულობის მიღების შანსი 50%-მდე იზრდება და შეწყვეტის რისკი 5%-მდე მცირდება.

ფაქტი N4

PGT-A კვლევა ამცირებს დროს ორსულობის მიღებამდე, რადგან ემბრიონის გადატანამდე ცნობილია არის თუ არა ის ეუპლოიდური (სწორი ქრომოსომული ნაკრების მქონე), რაც პაციენტს როგორც ემოციური, ისე ფინანსური თვალსაზრისითაც ზოგავს.

ფაქტი N5

PGT-A  გვეხმარება საშვილოსნოში გადატანამდე გამოვლინდეს ისეთი ანეუპლოიდიები, როგორიცაა დაუნის სინდრომი, კლაინფელტერის სინდრომი, ტერნერის სინდრომი და სხვა.

ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი ანეუპლოიდიისთვის (PGT-A) ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა რეპროარტში თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში, მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ ტარდება.

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

© 2024 რეპროარტი