როგორ ვიზრუნოთ ლაბორატორიაზე COVID -19 ფარგლებში

უნაყოფობის მკურნალობის მნიშვნელოვანი კომპონენტებია: ემბრიოლოგია, ანდროლოგია და მათი ლაბორატორიები. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ლაბორატორიების და იქ მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების კუთხით შემუშავებული იქნას სამოქმედო გეგმა COVID-19 პანდემიის ფარგლებში.

  1. რეპროარტში, ლაბორატორიები დაკომპლექტებულია მინიმალური პერსონალით, რათა უზრუნველვყოთ ემბრიონებისა და გამეტების ეფექტური კონტროლი და უსაფრთხოება, ხოლო გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში უზრუნველვყოთ მათი გადატანის პროცედურა (მაგალითად ნაყოფიერების შენარჩუნების მიზნით-ონკოლოგიურ პაციენტებთან);
  2. განხორციელებულია პრევენციული ღონისძიებები და დაწესებულია მომსახურე პერსონალის მორიგეობა. უკვე მოხდა თანამშრომლების გადამზადება, ერთმანეთის საქმიანობის გაცნობა, ჩატარდა სპეციალური ტრენინგები, რათა საჭიროების შემთხვევაში (პერსონალის ავადმყოფობის, ეპიდ აფეთქების ან კარანტინის საჭიროებასთან დაკავშირებით) ერთმანეთის ჩანაცვლება შეძლონ, რომ ლაბორატორიაზე ზრუნვის პროცესი არ შეფერხდეს;
  3. კლინიკაში დაცული არის CDC მიერ მოწოდებული გაიდლაინები უსაფრთხო ლაბორატორიული მომსახურეობის შესახებ;
  4. მინიმუმამდე არის დაყვანილი ლაბორატორიის პერსონალისა და პაციენტების პირდაპირი კავშირი;
  5. ნებისმიერი ლაბორატორიული სივრცე, ბიოუსაფრთხოების კაბინეტები ან ინკუბატორები, საფუძვლიანად უნდა იყოს დეკონტამინირებული სადეზინფექციო საშუალებებით, რომლებიც აკმაყოფილებს ჯანდაცვის ორგანოების მოთხოვნებს. გაკონტროლებული იქნება სადეზინფექციო მასალის მომზადების დოზირება, ზედაპირთან საკონტაქტო დრო და ხანგრძლივობა. დეზინფექცია უნდა ჩატარდეს ინვენტარის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ;
  6. რეპროარტში კლინიკის სამეცნიერო ხელმძღვანელის, დევიდ მაკკალას მიერ შექმნილი ხარისხის კონტროლის კომპიუტერული პროგრამაა დანერგილი, რომლის მეშვეობითაც ინკუბატორებიც და მთლიანად სამუშაო პროცესიც სრულად ავტომატიზებულია. პროგრამის დახმარებით, აპარატურის, ტემპერატურისა და გარემოს მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც ინკუბატორში მოთავსებულ თუ გაყინულ ემბრიონებს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან იცავს.

სხვა გამოქვეყნებული რეკომენდაციები COVID -19-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ რეპროარტის ვებ გვერდის სიახლეებში http://reproart.ge/siaxleebi/

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

© 2024 რეპროარტი