საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარის, რეპროარტის დირექტორის – ლიკა ჭყონიას შეტყობინება ქართველ კოლეგებს ESHRE 2020-ის და Covid-19-ის შესახებ

ლიკა ჭყონია:

მე და ჩემმა 79-მა კოლეგამ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მივიღეთ ოფიციალური წერილი ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის საზოგადოების (ESHRE) თავმჯდომარის – ქრისტინა მალისაგან, რომელიც გვატყობინებს რომ 5-8 ივლისს, კოპენჰაგენში დაგეგმილი ყოველწიური ყრილობა ESHRE 2020, კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა. როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის საზოგადოების (ESHRE) მთავარი მიზანი რეპროდუქციული ბიოლოგიისა თუ მედიცინის მიმართ ინტერესის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

„ევროპის ასოციაცია“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქმიანობს და გლობალურად უჭერს მხარს სამეცნიერო კვლევების განვითარებას, კლინიკური და ლაბორატორიული პრაქტიკის უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესებას. ამასთან, იგი შესაბამისი რეკომენდაციებისა და მითითებების მიწოდებასაც უზრუნველყოფს. ის ყოველწლიურად აწყობს ყრილობას, რომელიც ჩვენს სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა და მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს თავიანთი ნაშრომების წარდგენის საშუალებას აძლევს; სწორედ ამ შეხვედრებზე ხვდებიან კოლეგები ერთმანეთს, უზიარებენ წლის შედეგებს, ეცნობიან სიახლეებს და ა.შ.

მე მხარს ვუჭერ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ქართველი კოლეგებიც გაიზიარებენ და სოლიდარობას გამოუცხადებენ ESHRE -ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. შევეცდებით, პერიოდულად მოგაწოდოთ ახალი ამბები ESHRE-დან.

პატივისცემით,

ლიკა ჭყონია,

საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარე;
რეპროარტის დირექტორი;
საქართველოს წარმომადგენელი – ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის ასოციაციაში (ESHRE);
თავმჯდომარის უფროსი მოადგილე – ESHRE ‘SIG’ (Special Interest Group).

აქვე, გიზიარებთ კრისტინა მაგლის წერილის თარგმანს:

სამწუხაროდ, გაცნობებთ, რომ ჩემს ორ თანათავმჯდომარესთან ვრცელი დისკუსიების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ კოპენჰაგენში დაგეგმილი ყოველწიური ყრილობა ESHRE 2020. ორ კვირაზე მეტია, რაც კორონავირუსის გავრცელებასა და პრევენციაზე მონიტორინგს ვახორცილებთ. გულდასმით შევისწავლეთ არსებული სიტუაცია და ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთადერთი გონივრული გამოსავალი არის ESHRE 2020 ყრილობის გადადება.

გადაწყვეტილების გადადება არ შეაჩერებს იმ გაურკვევლობას, რომელიც უკვე აშკარად ჩანს მონაწილეებსა და გამოფენის სპონოსორებს შორის, სპიკერებს, ორგანიზაციაში ჩართულ ყველა პირსა და ESHRE– ს პერსონალს შორის. ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწვდით ინფორმაციას ჩვენ მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების შესახებ. უკვე განვიხილავთ ვირტუალურ (ონლაინ) ალტერნატივებს, რომლებსაც შევთავაზებთ ჩვენს წევრებს და კოლეგებს იმისათვის, რომ შეძლონ საკუთარი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება დისტანციურად.

დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაგიზიარებთ. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას იმისათვის, რომ ESHRE -ს, როგორც განმანათლებლის და ლიდერის როლი არ შეიზღუდოს ამ სამწუხარო გარემოებების გამო.

დარწმუნებულნი ვართ, რომ სწორად გაიგებთ ჩვენს გადაწყვეტილებას. თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს.

კეთილი სურვილებით,

კრისტინა მაგლი – ESHRE – ს თავმჯდომარე
ბრუნო ვან დერ ედეი – ESHRE – ს დირექტორი

I am sorry to inform you that following extensive discussions with my two co-chairs it has been agreed to cancel ESHRE's 2020 Annual Meeting planned for Copenhagen from 5 to 8 July.

We have been monitoring the spread and prevention of the coronavirus for more than two weeks, have carefully reviewed the implications and now regretfully conclude that cancellation is the only sensible solution. Postponing the decision further would not stop the uncertainty currently evident among participants, exhibitors/sponsors, speakers and all those involved in the organisation, including suppliers and, last but not least, ESHRE’s own staff.

We will be informing all our stakeholders about this decision and are already looking into virtual (online) alternatives to offer our members and colleagues an opportunity to continue their knowledge exchange from a distance. More details will follow. We are determined that ESHRE’s opportunities for education and leadership are not suppressed by these most unfortunate circumstances.

I am sure you will understand our decision and we continue to count on your support.

Kind regards,

Cristina Magli
Chair

This e-mail was sent on behalf of the Chair by Bruno Van Den Eede Managing Director.

www.eshre.eu

Meerstraat 60, B – 1852 Grimbergen

 

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

© 2024 რეპროარტი