სპერმის დნმ ფრაგმენტაცია — მამაკაცის უნაყოფობის ნაკლებად ცნობილი მიზეზი

მამაკაცების უნაყოფობასა და მის მიზეზებზე ზოგადად ნაკლებადაა ცნობილი. მით უმეტეს, ისეთ შემთხვევებზე, როდესაც იგი სპერმის დნმ ფრაგმენტაციითაა განპირობებული. საქმე იმაშია, რომ სპერმის დნმ ფრაგმენტაცია ცალკე ანალიზით დგინდება და ეს პრობლემა შესაძლოა, არსებობდეს მაშინაც, როცა სპერმოგრამის (სპერმის ანალიზის) შედეგები ნორმაშია.

თუმცა, დნმ ფრაგმენტაცია არ ნიშნავს, რომ მამაკაცებს ამ დიაგნოზით შვილი არასდროს ეყოლებათ. პირიქით: რეპროარტის მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მათ ინ ვიტრო განაყოფიერებით ბიოლოგიური შვილის ყოლის უდიდესი შანსი აქვთ. 

სპერმის დნმ ფრაგმენტაცია და მისი მიზეზები

სპერმისა და კვერცხუჯრედის დნმ-ები გენეტიკური ინფორმაციის მატარებლებია. ორივე მათგანს ემბრიონის შექმნაში, ფეხმძიმობის დადგომაში, ნაყოფის სწორ განვითარებასა და, საბოლოოდ, ჯანმრთელი ბავშვის დაბადებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც სპერმის დნმ დაზიანებულია: აქვს ერთ ან ორჯაჭვიანი წყვეტები, ფრაგმენტები კი – დაკარგული. რეპროდუქციულ მედიცინაში ამ დარღვევას სპერმის დნმ ფრაგმენტაცია ეწოდება.

სპერმის დნმ ფრაგმენტაციის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • სპერმატოგენეზის (სპერმის წარმოქმნის) დროს არსებული დარღვევები;
  • ასაკი — უმეტესად 45 წლის ზევით კაცებში, რომელთაც ფრაგმენტაციის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში სპერმის ნორმალური მაჩვენებლები აქვთ (კონცენტრაცია, მოძრაობა, მორფოლოგია);
  • გადატანილი ინფექციები;
  • ვარიკოცელე;
  • მჭიდრო საცვალი;
  • ჭარბი წონა;
  • ქიმიოთერაპია/იმუნოთერაპია;
  • სათესლე ჯირკვლების გადახურება;
  • სტრესი;
  • მავნე ჩვევები, როგორებიცაა ნიკოტინის, ალკოჰოლის, ნარკოტიკის 
  • მოხმარება.

როგორ ხდება დნმ ფრაგმენტაციის დიაგნოსტირება

კაცის უნაყოფობის მიზეზების დადგენისა და სწორი მკურნალობის სტრატეგიის შესამუშავებლად, სპერმის დნმ ფრაგმენტაციის ტესტი ერთ-ერთი აუცილებელი კვლევაა. ანალიზის ჩატარების ჩვენებებია:

  • გაურკვეველი წარმომავლობის უნაყოფობა;
  • წარსულში ემბრიონის განვითარების შეჩერება;
  • მრავალჯერადი წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობა;
  • პარტნიორთან მრავლობითი შეწყვეტილი ორსულობები;
  • 45 წლის ზემოთ ასაკი (ნორმალური სპერმის მაჩვენებლების შემთხვევაშიც);
  • ვარიკოცელე.

სპერმის დნმ ფრაგმენტაციის პრევენცია და მკურნალობა

ზოგადად, სპერმის დნმ ფრაგმენტაციის თავიდან ასარიდებლად, ცხოვრების წესის ცვლილებებია რეკომენდებული. მაგალითად, წონაში დაკლება, სტრესსა და მავნე ჩვევებზე — მოწევაზე, ალკოჰოლსა და ა.შ. უარის თქმა, ინფექციების თავიდან არიდება და საცვლის სწორად შერჩევა.

ამავდროულად, არსებობს პრევენციული ზომების საჭიროების სხვა შემთხვევებიც. მაგალითად, თუ  პაციენტს ონკოლოგიური დაავადება აქვს, ქიმიოთერაპიის ან იმუნოთერაპიის დაწყებამდე სპერმის გაყინვაა რეკომენდებული. მაღალი დნმ ფრაგმენტაციის შემთხვევაში კი, ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურის დღეს, ეაკულატის (სპერმალური სითხე) ჩაბარება მხოლოდ ერთდღიანი თავშეკავებით, ან საჭიროებისამებრ ერთდღიანი და 2 საათის შემდეგ განმეორებით ჩაბარება არის საჭირო.

თუ პაციენტს სპერმის დნმ ფრაგმენტაციის დიაგნოზი აქვს, მისთვის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს:

  • ვარიკოცელეს შემთხვევაში, ოპერაცია;
  • ინფექციების შემთხვევაში, ანტიბიოტიკებით მკურნალობა;
  • სათესლე ჯირკვლიდან სპერმის ოპერაციული გზით ამოღება, რაც საშუალებას გვაძლევს, სპერმა სათესლე ჯირკვლებიდან მივიღოთ და ის ეაკულატში გადმოსულ სპერმაზე ნაკლებად ფრაგმენტირებული იყოს;
  • ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ემბრიონის ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციით (ICSI) შექმნა. ეს არის მეთოდი, როდესაც სპერმა ძალიან პატარა ზომის, ნატიფი დამუშავების მინის პიპეტით, მიკროსკოპის ქვეშ, პირდაპირ კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში თავსდება.

და ბოლოს: გახსოვდეთ, რომ სპერმის დნმ ფრაგმენტაციის დიაგნოზით შვილის ყოლა სრულიად შესაძლებელია. მთავარია, ექიმს დროულად მიმართოთ და მკურნალობის სწორი ტაქტიკა შეარჩიოთ. რეპროარტში დნმ ფრაგმენტაციის დიაგნოზით არაერთ მამაკაცს ეყოლა ჯანმრთელი შვილი.

About Us

Luckily friends do ashamed to do suppose. Tried meant mr smile so. Exquisite behaviour as to middleton perfectly. Chicken no wishing waiting am. Say concerns dwelling graceful.

Services

Most Recent Posts

Company Info

She wholly fat who window extent either formal. Removing welcomed.

შემოგვიერთდით

© 2023 რეპროარტი