უნაყოფობის პრობლემიდან ახალი გულისცემის შეგრძნებამდე

„ბევრ სხვადასხვა ექიმთან ვიყავი, თუმცა უშედეგოდ. მერე გავიგე, რომ ბათუმში ახალი კლინიკა იხსნებოდა და მალევე მივაკითხე. გამოკვლევების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველაზე შედეგიანი ჩვენთვის ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობა იქნებოდა. პირველივე ცდაზე დავორსულდი და ახლა უკვე 3 წლის გოგო მყავს“, – ჰყვება თიკო გოგიტიძე, რომელსაც შვილი დაქორწინებიდან 4 წლის შემდეგ გაუჩნდა.

თიკო იმ მეან-გინეკოლოგმა ამშობიარა, რომელმაც ინ ვიტრო განაყოფიერებით უმკურნალა. 9 თვის განმავლობაში ორსულს იგივე მეან-გინეკოლოგი მეთვალყურეობდა. ეს ფაქტორი მისთვის მნიშვნელოვანი იყო: თიკოს ექიმის მიმართ განსაკუთრებული ნდობა ჰქონდა და ძალიან სურდა, უკვე ახლობელ ექიმთან ემშობიარა, რომელიც მის ისტორიას ზედმიწევნით იცნობდა.

„ზეიკო ბერიძესთან ვმკურნალობდი და ჩემი შვილიც მანვე მოავლინა. ეს მომენტი ძალიან მეხმარებოდა. იმდენად ახლობელ ადამიანად მიმაჩნდა, ვერც წარმომედგინა, რომ სხვასთან მემშობიარა. მან დედობის ბედნიერება მაჩუქა. ეს არ იყო 1-2 დღის საქმე, ხანგრძლივი პროცესი გავიარე, მაგრამ ნამდვილად ღირდა. გაიზრდება ჩემი გოგო, მეც მოვემზადები და კლინიკას ისევ მივაკითხავ“, – აღნიშნავს თიკო.

მიდგომა, რომელიც ორსულობის დაგეგმვის, მართვისა და მშობიარობის პროცესში ერთი ექიმის — მეან-გინეკოლოგის მონაწილეობას გულისხმობს, ამერიკულ მოდელს ეფუძნება. მის ეფექტიანობას მსოფლიო მასშტაბით როგორც ექიმები, ისე თავად პაციენტებიც აღიარებენ. საქართველოში ამგვარ უნიკალურ პრეცედენტს კლინიკა რეპროარტის ბათუმის ფილიალი და მისი მაღალკვალიფიციური პერსონალი ქმნის. თიკოც სწორედ რეპროარტის პაციენტი იყო.

რეპროარტის ბათუმის ფილიალი მთლიანად ამერიკული სტანდარტებით მუშაობს და პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარ ქალაქში ყველა მომსახურება აშშ-ში არსებული ხარისხის შესაბამისად მიიღონ. ბათუმის რეპროარტში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები წყვილებს საშუალებას აძლევს, ორსულობა ან, საჭიროების შემთხვევაში, ინ ვიტრო განაყოფიერება დაგეგმონ, ექოსკოპიითა თუ ყველა ლაბორატორიული კვლევით ადგილზე ისარგებლონ და დამატებითი რესურსი არაფერზე დახარჯონ. ყველა სერვისს, რომელიც ორსულობის პროცესის უსაფრთხო დასრულებისთვისაა საჭირო, პაციენტები ბათუმის რეპროარტში იღებენ.

„ეს კლინიკა არა მარტო ერთი კონკრეტული ექიმი, არამედ მთლიანი გუნდია, რომელიც პრობლემის გადაჭრაზე ერთობლივად მუშაობს. ჩემთვის ძალიან კომფორტული იყო ისიც, რომ მკურნალობა შემეძლო ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი. შედეგის მიღწევას დრო და ბევრი პროცედურა სჭირდება, ამიტომ ძალიან პრაქტიკულია, როდესაც ამ ყველაფრის შესაძლებლობა შენსავე ქალაქში გაქვს“, – აღნიშნავს კიდევ ერთი პაციენტი ნანა, რომელსაც შვილი 6 წელი არ ჰყავდა. რეპროარტის შესახებ მან ფესიბუქით გაიგო. „მისვლისთანავე ყველაფერი დეტალურად აგვიხსნეს – რა გვჭირდებოდა, რა უნდა გაგვეკეთებინა. პირველი ცდა არ გამოგვივიდა, თუმცა მერე 1 წელი შევისვენეთ და მეორე ცდაზე დავორსულდი. ჩემი შვილი შარშან დაიბადა“, -ჰყვება ნანა ბერიძე.

„ექიმო, შენ ყველაფერი ისედაც იცი“ , – ეს ის ფრაზაა, რომელსაც ნანას მსგავსად რეპროარტის მეან-გინეკოლოგებს სხვა პაციენტებიც ხშირად ეუბნებიან. მის მიღმა კი რეალურად იმ თითოეული ნიუანსის ცოდნას გულისხმობენ, რომლებიც ორსულობის დაგეგმვისა თუ მართვის პროცესში მრავლად ვლინდება და ყველაზე კარგად სწორედ მკურნალმა მეან-გინეკოლოგმა იცის. „ირმა ექიმმა მთელი ჩემი ისტორია იცოდა და ძალიან ვენდობოდი, ინ ვიტრო განაყოფიერებაც მასთან გავიკეთე, მერე ორსულობის დროსაც ირმა რამიშვილთან დავდიოდი. ორივეს ძალიან გვინდოდა, რომ ჩემი შვილი მას მოევლინა“, – ამბობს ნანა, რომელსაც კიდევ ორი ემბრიონი აქვს შენახული. რამდენიმე წელიწადში იგი მათ გადატანასა და ახალი გულისცემის კიდევ ერთხელ შეგრძნებას გეგმავს.

*რესპონდენტების თხოვნით, მათი სახელები და გვარები შეცვლილია.

ბოლოს დამატებული

ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. ა

© 2024 რეპროარტი