ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი მამაკაცის უნაყოფობისა და მიკროქირურგიის სამსახურს ხსნის და მამაკაცებს, რომლებსაც უნაყოფობის პრობლემა აქვთ, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და თანამედროვე მეთოდებს სთავაზობს.
იმ კვლევების გარდა, რომლებიც კლინიკაში ამ დრომდე იყო ხელმისაწვდომი, უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტებისთვის რეპროარტის მამაკაცის უნაყოფობისა და მიკროქირურგიის სამსახურში სპერმის ასპირაციის ახალი მიკროქირურგიული მეთოდი Micro TESE დანერგა. იგი მიკროსკოპის საშუალებით ხორციელდება, პროცედურის შედეგად მიღებული სპერმატოზოიდი ან სპერმატოზოიდები კი ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის დროს, კვერცხუჯრედის ICSI (ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია) მეთოდით განაყოფიერებისას გამოიყენება.
ახალი მეთოდის გამოყენებით, ძველ, ტრადიციულ მეთოდისგან განსხვავებით, სპერმის მიღების სიხშირე დაახლოებით 40-60% -ია, მწვავე პოსტოპერაციული და ქრონიკული გართულებების, ოპერაციის შემდეგ მამაკაცებში ტესტოსტერონის დონის დაქვეითებისა და სხვადასხვა ჰორმონალური დისბალანსის რისკები კი — მინიმალური.
სიახლეა რეპროდუქციული გენეტიკის თვალსაზრისითაც: მამაკაცის უნაყოფობისა და მიკროქირურგიის სამსახურში უნაყოფობის პრობლემის მქონე მამაკაცებს შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა გენეტიკური კველევა ჩაიტარონ, მათ შორის, Y ქრომოსომის მიკროდელეციები, კარიოტიპირება და სხვა. გენეტიკური კვლევების ჩატარება ხელს უწყობს სწორი დიაგნოზის დასმასა და შემდგომ ეფექტიანი მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრას.
„განყოფილების შექმნა წარმოადგენს ჩვენს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, რომლის მიზანია, საქართველოში მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახალ ეტაპზე გადავიდეს და მისი უნაყოფობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდეს. ეს სამსახური იქნება ადგილი, სადაც მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უნაყოფობის პრობლემაზე კომპლექსური და თანამედროვე მიდგომებით იზრუნებენ. ამას გარდა, სიახლე დაგვეხმარება, ჩვენს ახალგაზრდა პროფესიონალ ექიმებთან ერთად, გავზარდოთ ცნობიერება მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შესახებ და ანდროლოგიის განვითარებაში გლობალურად შევიტანოთ წვლილი“, – აღნიშნავს „რეპროარტის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლიკა ჭყონია.
მამაკაცის უნაყოფობის ზუსტი დიაგნოსტიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მკურნალობის ეფექტიანი სტრატეგიის განსაზღვრისთვის, ამიტომ თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინა მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. გახსნის დღიდან რეპროარტისთვისაც ეს მიმართულება პრიორიტეტს წარმოადგენდა. კლინიკის მაღაკვალიფიციური გუნდი კი მამაკაცებს, რომლებსაც უნაყოფობს პრობლემა აწუხებდათ, თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის სტანდარტს, უახლეს ტექნოლოგიებს, მამაკაცის უნაყოფობის ყველაზე თანამედროვე დიაგნოსტიკურ კვლევებსა და პროცედურებს სთავაზობდა. საგულისხმოა, რომ პირველად საქართველოში, 2007 წელს, მამაკაცის სპერმის ასპირაციით (TESE) მიღებული სპერმატოზოიდის გამოყენებით ჯანმრთელი ბავშვი სწორედ რეპროარტის გუნდის ძალისხმევით დაიბადა.