რეპროარტი

  • All Post
  • ბლოგი
რა უნდა იცოდეთ სპერმოგრამის ჩატარებამდე

ნოემბერი 25, 2024/

ლაბორატორიული ანალიზების დიდი ნაწილის ჩასატარებლად პაციენტებისთვის წინასწარ გარკვეული წესების დაცვაა ხოლმე რეკომენდებული. თუმცა, ხშირად მათ მცდარი ინტერპრეტაცია ეძლევა და შემდეგ საზოგადოებაშიც ასე ვრცელდება. ერთ-ერთი ანალიზი, რომლის ირგვლივაც არაერთ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას შეხვდებით, სპერმოგრამაა. პაციენტებს მისი ჩატარება არცთუ იშვიათად უწევთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, გავრცელებულ არასწორ რეკომენდაციებთან ერთად, ის საერთაშორისო სტანდარტებიც გაგაცნოთ, რომლებიც თანამედროვე…

რატომ არის მნიშვნელოვანი ემბრიონისთვის გენეტიკური კვლევის – PGT-A გაკეთება? – 5 მთავარი ფაქტი

აგვისტო 24, 2024/

PGT-A – არის ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი ანეუპლოიდიისთვის და კეთდება ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის დროს. ჩვენს ბლოგში გიამბობთ 5 მთავარ ფაქტზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ კვლევის გაკეთება ემბრიონის საშვილოსნოში გადატანამდე. ფაქტი N1 თუ ქალი პარტნიორი არის 35 წელს გადაცილებული, სხვადასხვა ქრომოსომული დარღვევების რისკი იზრდება. ამიტომ, ინ ვიტრო განაყოფიერების დროს,…

Y ქრომოსომის მიკროდელეციები — მამაკაცის უნაყოფობის სადიაგნოსტიკო უახლესი გენეტიკური კვლევა რეპროარტში

მაისი 15, 2022/

თანამედროვე მედიცინა სულ უფრო ბევრს საუბრობს მამაკაცის ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობასა და კვლევებზე, რომლებიც შესაბამისი მკურნალობის დანიშვნისთვისაა მნიშვნელოვანი. „რეპროარტში“ ამ მიმართულებით მუშაობა ყოველთვის მაღალი სტანდარტებით მიმდინარეობდა. წლებია, მაღალკვალიფიციური პერსონალისა და უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, კლინიკაში სპერმოგრამა, სპერმის დნმ ფრაგმენტაცია, სპერმის გაყინვა, სპერმის მიკროქირურგიული ასპირაცია (TESA, TESE) და IVF (ICSI) ტარდება, რაც მნიშვნელოვნად…

ენდომეტრიოზი — ხშირად დასმულ შეკითხვებს ანა ფანცხავა პასუხობს

მარტი 23, 2022/

რეპროდუქციული ასაკის ქალების 10%-ს ენდომეტრიოზი აწუხებს. ენდომეტრიოზი ქრონიკული, მორეციდივე მდგომარეობაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანი გარსის, ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილი ორგანოს გარეთ — საშვილოსნოს კუნთოვან შრეში (ადენომიოზი), ფალოპის მილებში, საშვილოსნოს ყელში, საშოში, საკვერცხეებში, ნაწლავზე ან ბადე ქონზე — ვრცელდება. ზოგადად, ენდომეტრიოზის შესახებ ბევრი შეკითხვა არსებობს, მათ შორის ყველაზე აქტუალურ თემებს ჩვენს…

დედობა ენდომეტრიოზის დიაგნოზით

მარტი 15, 2022/

მარტი ენდომეტრიოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ენდომეტრიოზის ძალიან აქტუალურ თემას კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ და ამჯერად იმ გავრცელებული შემთხვევების შესახებ გიამბოთ, რომლებიც ენდომეტრიოზის დიაგნოზის მქონე ქალების ორსულობას შეეხება.  რა არის ენდომეტრიოზი ენდომეტრიოზის დროს ენდომეტრიუმის ქსოვილი, რომლითაც საშვილოსნო შიგნიდანაა დაფარული, მის გარეთ იზრდება. ენდომეტრიოზის შესაძლო განვითარების შესახებ სხვადასხვა თეორია არსებობს,…

სპერმის დნმ ფრაგმენტაცია — მამაკაცის უნაყოფობის ნაკლებად ცნობილი მიზეზი

ნოემბერი 22, 2021/

მამაკაცების უნაყოფობასა და მის მიზეზებზე ზოგადად ნაკლებადაა ცნობილი. მით უმეტეს, ისეთ შემთხვევებზე, როდესაც იგი სპერმის დნმ ფრაგმენტაციითაა განპირობებული. საქმე იმაშია, რომ სპერმის დნმ ფრაგმენტაცია ცალკე ანალიზით დგინდება და ეს პრობლემა შესაძლოა, არსებობდეს მაშინაც, როცა სპერმოგრამის (სპერმის ანალიზის) შედეგები ნორმაშია. თუმცა, დნმ ფრაგმენტაცია არ ნიშნავს, რომ მამაკაცებს ამ დიაგნოზით შვილი არასდროს…

რა უნდა ვიცოდეთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ

ოქტომბერი 6, 2021/

ადამიანის ჯანმრთელობა და ზოგადად ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) პრევენციაზე, დროულ აღმოჩენასა და სწორ მკურნალობაზე. რაც მთავარია, ისინი ზოგჯერ არა მარტო ზრდის სხვა დაავადებების რისკს, არამედ უნაყოფობასაც იწვევს. ჩვენს ბლოგში სწორედ მათზე გიამბობთ და იმ ინფორმაციასაც გაცნობთ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.  რომელია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები…

რა უნდა ვიცოდეთ საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის შესახებ

სექტემბერი 14, 2021/

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია უნაყოფობის მკურნალობის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია. ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც საკვერცხეების კონტროლირებადი სტიმულაციისას საშვილოსნოს ღრუში ლაბორატორიულად დამუშავებული სპერმა შეჰყავთ. რა შემთხვევაშია უმჯობესი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის პროცედურის ჩატარება, როგორ ირჩევა მისთვის საუკეთესო დრო და შესაძლებელია თუ არა ამ დროის ოვულაციის ტესტებით განსაზღვრა – ჩვენს ბლოგპოსტში სწორედ ამ საკითხებზე გიამბობთ.  როგორ…

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნაყოფობის მკურნალობისა და ორსულობის დაგეგმვის დროს

აგვისტო 16, 2021/

COVID-19-ის ვაქცინაციასათან დაკავშირებით უამრავი მცდარი ინფორმაცია და მითი ვრცელდება, მით უმეტეს მაშინ, როცა საკითხი ორსულობის დაგეგმვისა და უნაყოფობის მკურნალობის დროს აცრას შეეხება. რეპროარტისთვის პაციენტების ჯანმრთელობა და მათთვის ვაქცინაციის შესახებ მართებული, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული უახლესი ცნობების მიწოდება ერთ-ერთი პრიორიტეტია. რეპროარტი ფეხდაფეხ მიყვება ამერიკისა და ევროპის რეპროდუქციული მედცინის ასოციაციების რეკომენდაციებს. რამდენიმე დღის…

ის, რაც ენდომეტრიოზის შესახებ შესაძლოა არასწორად იცით

აპრილი 5, 2021/

ენდომეტრიოზის მიმართ ინტერესი ყოველთვის მაღალია. დაავადება, რომლის შესახებ პირველი ცნობები დანიელ შროენმა ჯერ კიდევ 1690 აღწერა, ენდომეტრიოზი აქტუალობას არ კარგავს. ეს გასაკვირი არც არის, მით უმეტეს, რომ მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ენდომეტრიოზი 10-დან 1 ქალს უვლინდება. თუმცა, მსჯელობებს შორის ხშირად მცდარ ინფორმაციასაც შეხვდებით. ენდომეტრიოზის სიმპტომების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ ჩვენ…

© 2024 რეპროარტი