კლინიკა რეპროარტი

  • All Post
  • ბლოგი
  • სიახლეები
უსაფრთხოება – უნაყოფობის მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი

მაისი 13, 2021/

40 წელზე მეტია, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები ამბულატორიულ პირობებში უნაყოფობის მკურნალობის ყველაზე ეფექტიან მეთოდად ითვლება. ამ პერიოდის განმავლობაში დაიხვეწა პროცედურების შესრულების ტექნიკა და მედიკამენტები, დაინერგა ახალი კვლევები, რამაც შედეგები ძალიან გაზარდა. თუმცა, უმნიშვნელოვანეს ფაქტორად კვლავაც პაციენტის უსაფრთხოება რჩება და იგი რეპროარტისთვისაც მკურნალობის ნებისმიერ პროცესში მთავარი პრიორიტეტია. უსაფრთხოებასა და გართულებების პრევენციას უპირველესად...

რეპროარტის წინა ხაზი

აპრილი 27, 2021/

პაციენტებთან სწორი კომუნიკაცია და გულისხმიერება ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა რეპროდუქციული კლინიკების, მათ შორის რეპროარტის, საქმიანობაში ეს ფაქტორი დამატებით დატვირთვას ატარებს. ჩვენთან ვიზიტი პაციენტებისთვის განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება და ასეთ დროს შესაძლოა, ერთი სიტყვაც კი მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის ბევრს ნიშნავდეს.  კომუნიკაციის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი კლინიკის წინა ხაზია, ამ ხაზზე...

საშვილოსნოს მილის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა

დეკემბერი 24, 2020/

ფრაზა  — „მილები მქონდა გასასუფთავებელი და ვერ ვორსულდებოდი“ ან „მილები უნდა გავიწმინდო“ მეგობრებისა თუ ნაცნობებისგან ალბათ ხშირად გსმენიათ. დიახ, საშვილოსნოს მილი, იგივე ფალოპის მილი ქალის ორსულობაში მართლაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა თანამედროვე მედიცინამ მისი მკურნალობის ბევრი მეთოდი უკვე წარსულს ჩააბარა, ზოგიერთი მათგანი კი სახიფათოდაც მიიჩნია. სამაგიეროდ, პარალელურად, ახალი მიდგომები...

პაციენტის პირადი მენეჯერი – რეპროარტის ახალი, ინოვაციური სერვისი

ნოემბერი 24, 2020/

რეპროარტში მუდმივად ვიკვლევთ პაციენტების სურვილებს, ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს და ვცდილობთ, ჩვენი მომსახურება განსაკუთრებით კომფორტული, ხარისხიანი და რაც მთავარია, ყველა კონკრეტულ პაციენტზე მორგებული იყოს. ბევრი საინტერესო სიახლე კლინიკაში ამ მიდგომის დახმარებითაა შექმნილი და ახლაც სწორედ ასეთ ინოვაციურ მომსახურებაზე — პაციენტის პირადი მენეჯერის სამსახურზე გვინდა გიამბოთ, რომელიც სულ ახლახან, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებისა...

COVID-19 და უნაყოფობის მკურნალობა

აპრილი 14, 2020/

COVID-19 რესპირატორული ტიპის ინფექციაა, რომელსაც ძალიან ფართო და მრავალმხრივი გამოვლინება ახასიათებს. ის შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც სრულიად ასიმპტომურად, ასევე მსუბუქი ან მძიმე სიმპტომებით როგორიცაა: ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა. გართულებულ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს პნევმონია და/ან ორგანოთა მწვავე უკმარისობა, რაც ზოგჯერ ლეტალობის მიზეზი ხდება. COVID-19-ის გადაცემა ხდება მჭიდრო კონტაქტის გზით და სწრაფად...

საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარის, რეპროარტის დირექტორის – ლიკა ჭყონიას შეტყობინება ქართველ კოლეგებს ESHRE 2020-ის და Covid-19-ის შესახებ

მარტი 25, 2020/

ლიკა ჭყონია: მე და ჩემმა 79-მა კოლეგამ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მივიღეთ ოფიციალური წერილი ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის საზოგადოების (ESHRE) თავმჯდომარის – ქრისტინა მალისაგან, რომელიც გვატყობინებს რომ 5-8 ივლისს, კოპენჰაგენში დაგეგმილი ყოველწიური ყრილობა ESHRE 2020, კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა. როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის საზოგადოების (ESHRE) მთავარი მიზანი...

რა უნდა იცოდე რეპროდუქტოლოგთან პირველი ვიზიტის ჩანიშვნამდე

მაისი 13, 2019/

წყვილებს, რომლებსაც უნაყოფობის პრობლემა აქვთ ან ქალებს, რომლებსაც ბავშვის გაჩენა პარტნიორის გარეშე სურთ და ექიმთან პირველ ვიზიტს აპირებენ, ხშირად აინტერესებთ, როგორ მოემზადონ და რა გაითვალისწინონ პირველი ვიზიტისთვის, როდის არის მისი დაგეგმვა სასურველი და რა შეიძლება დასჭირდეთ ასეთ დროს. დავიწყოთ ვიზიტის დროის შერჩევით: პაციენტს რეპროარტში ვიზიტი ნებისმიერ დროს შეუძლია: თუ ის...

რატომ არის საჭირო ანალიზები ინ ვიტრო განაყოფიერებამდე

თებერვალი 7, 2019/

უნაყოფობის მკურნალობა თუ ორსულობის დაგეგმვა შესაბამისი ანალიზების ჩატარების გარეშე წარმოუდგენელია. რეპროდუქციული მედიცინის თანამედროვე სტანდარტები, დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის შესაბამისი სტრატეგიის დასაგეგმად, ანალიზების ფართო სპექტრს აწესებს და მცდარია შეხედულება, რომელიც ამ სპექტრიდან რომელიმე კვლევის ჩატარებას არასაჭიროდ მიიჩნევს. რატომ არის ანალიზები მნიშვნელოვანი კვლევების მიზანი ზოგადად ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს — ყველა მათგანი კეთდება იმისთვის,...

სპერმის დონაცია – მხოლოდ უცხოური სერტიფიცირებული ბანკიდან

იანვარი 16, 2019/

რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს სპერმის დონაცია წარმოადგენს. ამიტომაც, ხშირად პაციენტებსა თუ უბრალოდ ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს შეკითხვები სწორედ ამ თემის ირგვლივ უჩნდებათ ხოლმე. ჩვენს ბლოგპოსტში პასუხებს ყველა მათგანზე იპოვით. რა შემთხვევაშია საჭირო სპერმის დონორის გამოყენება? სპერმის დონორის გამოყენება რეპროარტში მაშინ ხდება, როცა მამაკაცის სპერმა განაყოფიერების უნარს მოკლებულია ან...

რეპროარტი - მამაკაცის უნაყოფობა

ნოემბერი 27, 2018/

ხშირად ადამიანები უნაყოფობის პრობლემას მხოლოდ ქალის ჯანმრთელობასთან აიგივებენ და არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ უშვილობა მამაკაცის ფაქტორითაც შეიძლება იყო განპირობებული. სინამდვილეში, როგორც ბოლო კვლევები ადასტურებს, ამგვარი შემთხვევების 30-40% სწორედ კაცს უკავშირდება. ყველაფერი, რაც მამაკაცის უნაყოფობის შესახებ უნდა იცოდეთ, 5 მთავარი ფაქტის ირგვლივ შეიძლება გაერთიანდეს. 1. მამაკაცის ცხოვრების წესი მისი სპერმის...

© 2025 reproart.ge